მთავრობა ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნითა და სამთო-სათავგადასავლო, კულტურული, ღვინის, ბიზნესის, გამაჯანსაღებელი, სამონადირეო მიმართულებების განვითარებით აპირებს.
„მთავრობა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, რაც ეკონომიკური აღმავლობის, ასევე შემოსავლებისა და დასაქმების შესაძლებლობების ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ხელი შეეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურის, მათ შორის ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარებას და არსებულის დივერსიფიკაციას, კერძოდ, სამთო-სათავგადასავლო, კულტურული, ღვინის, ბიზნესის, გამაჯანსაღებელი, სამონადირეო და სხვა მიმართულებებით"- განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა.