საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ეკონომიკაში კატასტროფული მდგომარეობა საერთოდ არ არის. როგორც ღარიბაშვილმა ლევან ბეჟაშვილის კითხვაზე თუ როგორ აპირებს ხელისუფლება ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტას საპასუხოდ განაცხადა, საქართველოს ეკონომიკაში საგანგაშო არაფერი ხდება და არსებული პრობლემებიც უახლოეს პერიოდში გამოსწორდება.
,,ეკონომიკაში კატასტროფული მდგომარეობა საერთოდ არ გვაქვს, გვაქვს გარკვეული დაღმასვლა, მაგრამ დღეს დილით გაკეთდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ძალიან საინტერესო კომენტარი. მათი შეფასებით ბოლო თვეების განმავლობაში გამოიკვეთა ეკონომიკის გაჯანსაღება, შესაბამისად არ გვაქვს კატასტროფულად საქმე", _განახადა ღარიბაშვილმა.
მისივე განმარტებით, მთავრობა იმდენად ეფექტურად იმუშავებს, რომ ეკონომიკური ხასიათის პრობლემებს, სწრაფად და ეფექტურად გადალახავს.