შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის, მერიის კულტურის სამსახურისა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით, კინო-თეატრ "სულიკოში" შიდსის თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა გაიმართება.
დღესვე დაჯილდოვდებიან ამავე თემაზე შექმნილი ნოველების კონკურსის გამარჯვებულები, მოეწყობა ფილმ "სუბორდინაციის" უფასო ჩვენება.
ღონისზიება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდება. მე-20 საუკუნის შავ ჭირად წოდებული ეპიდემიის წინააღმდეგ გამართული ღონისძიებები ახალგაზრდებისთვის საგანგებო ვიქტორინითა და დისკოთეკით დასრულდება.