მიმდინარე წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში კანადელ მწერალ ქალს ელის მუნროს გადაეცემა. განცხადება ამის შესახებ შვედეთის აკადემიის მუდმივმა მდივანმა პეტერ ენგლოუმ გააკეთა. „მუნრო - თანამედროვე თხრობის ოსტატია", _ ნათქვამია ნობელის კომიტეტის განცხადებაში.
მრავალი ექსპერტი მუნროს შემოქმედებასა და მწერალ ანტონ ჩეხოვის შემოქმედებაში მსგავსებას პოულობენ.
ელის მუნროს პირველი წიგნი 1968 წელს გამოვიდა. მას შემდეგ მან მოთხრობათა 15 კრებული გამოსცა. მომავალი მწერალი 1931 წელს კანადაში დაიბადა. ის ბუკეროვსკის პრემიის ლაურეარია ასევე ფანტასტიკის დარგში გენერალ-გუბერნატორის კანადური პრემიიის სამგზის ლაურეატი. გასულ წელს ეს პრემია ჩინელ მწერალს მო იანს ერგო.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ნობელის პრემია ქიმიის დარგში მეცნიერებს მარტინ კარპლიუსს, მაიკლ ლევიტს და არი უორშერს რთული ქიმიური სისტემების მოდელების განვითარებისათვის გადაეცემათ. ამ პრემიის ლაურეატებმა ისეთი მძლავრი კომპიუტერული პროგრამების შექმნას ჩაუყარეს საფუძველი, რომლებიც ქიმიური პროცესების გაგებისა და წინასწარმეტყველების საშუალებას იძლევა.
კარპლიუსი, ლევიტი და უორშერი კვანტური ფიზიკის მიდგომებს იყენებდნენ იმისათვის რათა ცოცხალ უჯრედებში მოლეკულების სტრუქტურა და ფუნქცია გაერკვიათ და ასევე ახალი პრეპარატები შეექმნათ.
მიმდინარე წლის ნობელის პრემია ფიზიკის დარგში ბრიტანელ ფიზიკოსს პიტერ ჰიგსსა და ბელგიელ ფრანსუა ენგლერს ელემენტარული ნაწილაკების მასების წარმომავლობის გაგების უზრუნველმყოფი მექანიზმის თეორიული აღმოჩენისათვის მიენიჭათ. ბელგიელი ფრანსუა ენგლერი 1932 წელსაა დაბადებული, ბრიტანელი პიტერ ჰიგსი კი 1929 წელს.
2013 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები მედიცინის დარგში მეცნიერები ჯეიმს როტმანი, რენდი შეკმანი და ტომას ზიუდხოფი გახდდნენ. მათ ადამიანის უჯრედებში, ნივთიერებების ტრასნპორტირების რეგულირების მექანიზმი გახსნეს.
ნობელის კომიტეტის ინფორმაციით, ამერიკელი და გერმანელი მეცნიერების აღმოჩენამ საშულება შექმნა გაგვეგო, თუ როგორ გადაადგილდება უჯრედის შიგნის ტვირთი საჭირო დროსა და საჭირო ადგილას.
ამ სისტემის მოშლა, შესაძლოა იმულოგიური და ნევროლოგიური დაავადებების წარმოქმნის ერთ ერთი მიზეზი გახდეს. ასევე ხელი შეუწყოს დიაბეტის წარმოქმნას.
ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად 10 დეკემბერს , სტოკჰოლმში, ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს გაიმართება.
მიმდინარე წელს მედიცინაში ნობელის პრემიის ოდენობა 1,2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რომლებიც ლაურეატთა შორის თანაბრად გადანაწილდება.