უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მეტი ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით დარტყმები გაზარდა.
„დღესდღეობით, რეგიონების უმეტესობაში, სარემონტო ჯგუფები, ენერგეტიკოსები და კომუნალური სამსახურები პრაქტიკულად 24 საათის განმავლობაში მუშაობენ - ყველა ჩართულია. აღდგენითი სამუშაოები გრძელდება და მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია რთულია, ათასობით ადამიანი კვლავ ჩართულია სისტემის სტაბილიზაციისა და ზიანის აღმოფხვრის პროცესში. რუსებმა გაზარდეს დარტყმის ძალა - ისინი დარტყმებისას მეტ ბალისტიკას იყენებენ.
ეს კი ჩვენთვის ნიშნავს მეტი საჰაერო თავდაცვის, აღჭურვილობის უფრო დიდი მარაგის და რეგიონებში უფრო ზუსტი და ეფექტური მუშაობის საჭიროებას,“ - განაცხადა ზელენსკიმ.