დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ფრენის სისწრაფის ცვლილება გადაწყვიტა. იმისათვის, რომ დაიზოგოს საწვავი, რომელიც გაცილებით ძვირია ვიდრე ავტომობილის საწვავი, Ryanair-ის თვითმფრინავები შედარებით დაბალი სიჩქარით იფრენენ, რაც საბოლოო ჯამში მგზავრობის დროს გაზრდის.
როგორც უცხოურია მედია წერს, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც Ryanair-ის საწვავის და შესაბამისად ხარჯების დაზოგვას ცდილოს. გასულ წელს კომპანიამ ხარჯების შემცირებისთვის, ბორტის სიმძიმის შემსუბუქება გადაწყვიტა. ხარჯების შემცირების მიზნით, Ryanair-ის გადაწტვეყილება იყო ასევე ბორტზე ძალიან გამხდარი ბორტგამცილებლების აყვანა და ასევე ყინულის მოცულობის შემცირება.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიები ხარჯების შემცირების მიზნით სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ავიაკომპანიას ხმარებიდან ამოუღია ფაიფურის, ან მინის ჭურჭელი, ან თვითმფრინავიდან საერთოდ გაუქრია სანაგვე ყუთები. 2008 წელს Air Canada-მ სკამებიდან საერთოდ გააქრო უსაფრთხოების ღვედები.
ყველაზე წარმოუდგენელი გადაწყვეტილება კი ავიაკომპანია American Airlines-ს ეკუთვნის, რომელმაც 80 -იან წლებში წელიწადში 40 ათასი დოლარი დაზოგა, რაც სალათზე ზეთისხილის მოცულობის დალებით მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ნომერ პირველი „საბიუჯეტო" ავიაკომპანიის, Ryanair-ი ქართულ ბაზარზე შემოსვლით დაინტერესებული იყო. ავიაკომპანიის ინტერესის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ 2010 წელს პრეზიდენტის მხრიდან გაკეთდა. თუმც ამ დრომდე ავიაკომპანიას საქართველოში ფრენის სურვილი ოფიციალურად არ დაუფიქსირებია.