პოლიტოლოგ ირაკლი სესიაშვილს IRI-ის კვლევის შედეგების გაცნობისას, "თავი უცხოპლანეტელი ეგონა".
"როცა ასეთ რეიტინგებს ვიგებ, შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველოში არ ვცხოვრობ, ან არ მაქვს ჩემი თანამოქალაქეების შეხედულებების აღქმის უნარი, ან კიდევ საკუთარი თავი უცხოპლანეტელი მგონია, რადგან, რეალურად, ჩემს გარშემო ვერ ერთ ადამიანს შევხვდი, რომელიც ამ რეიტინგს დაადასტურებდა", - განუცხადა სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევაზე კომენტირებისას.
"მე ამ ინსტიტუტს არ ვიცნობ, არც ვიცნობ მის მეთოდოლოგიას, არც სოციოლოგი გახლავართ, მაგრამ შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ ჩემი აზრით, რეიტინგი ძალიან შორის არის არსებული რეალობისგან", - განმარტა პოლიტოლოგმა.
შეგახსენებთ, რომ IRI-ის კვლევის თანახმად, შეკითხვაზე "ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 43 % "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს მხარს, 9 % ირაკლი ალასანიას გუნდს, 7 % ლეიბორისტულ პარტიას, 6 % კი, "ქრისტიან-დემოკრატებს.