აშშ-ის ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ტრენტონში, ქუჩის წვეულებაზე რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა შეკრებილი ხალხის მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერსერის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, დაღუპულები 33 წლის ქალი და 42 წლის კაცია. დაშავებულთა შორის ორი ქალი და ექვსი კაცია, მათი ასაკი 23-დან 43 წლამდეა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
გამოძიების წინასწარი ვერსიით, რამდენიმე თავდამსხმელი წვეულებასთან მივიდა და დაახლოებით 100-კაციანი შეკრების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. შემთხვევის ადგილზე 50-ზე მეტი გასროლილი ვაზნა აღმოაჩინეს, ხოლო რამდენიმე ავტომობილი ტყვიებმა დააზიანა.
ტრენტონის პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელების ვინაობა და მოტივი ამ დროისთვის უცნობია. ჯერ არავინ დაუკავებიათ. არ განხორციელებულა. გამოძიება გრძელდება.
ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა მიკი შერილმა განაცხადა, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია და შტატის გენერალური პროკურორის ოფისი ადგილობრივ სამართალდამცავებთან ერთად მუშაობს.