საქართველოს პროკურატურის ინიციატივით 2009 წლის 23 ოქტომბერს ზესტაფონში საჯარო სკოლებს შორის კალათბურთის ტურნირის ფინალი გაიმართა. მატჩში მონაწილეობა მიიღეს ზესტაფონის #2 და #5 საჯარო სკოლის გუნდებმა. შეჯიბრი პროექტ `საზოგადოებრივი პროკურატურის~ ფარგლებში ჩატარდა. გამარჯვებულ გუნდს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები პროკურორებთან ერთად თბილისიდან ჩასულმა კალათბურთელებმაც გადასცეს.
დღესვე ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი გამიართა. ერთმანეთს შეეჯიბრნენ ტესტირების შედეგად შერჩეული ზესტაფონის #2 საჯარო სკოლის გუნდი `ვიქტორია~ და #4 საჯარო სკოლის გუნდი `ავაზა~.
გამარჯვებულ გუნდს გადაეცა სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი. იყო ნომინაციებიც _ საუკეთესო პროკურორი, საუკეთესო მოსამართლე, საუკეთესო ადვოკატი და საუკეთესო მონაწილე. იმიტირებული პროცესის მიმდინარეობის დროს ჩატარდა ასევე დამსწრეთა გამოკითხვა განსასჯელის დამნაშავეობისა თუ უდანაშაულობასთან დაკავშირებით.
ღონისძიებები ხორციელდება "საზოგადოებრივი პროკურატურის" პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს პროკურატურის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ბავშვებთან და მოზარდებთან, პროექტი მიზნად ისახავს ასევე პროკურატურის, როგორც დანაშაულის აღკვეთისა და პრევენციის განმახორციელებელი სამართალდამცავი ორგანოს მუშაობის ეფექტურობის უზრუნველყოფას, მისი გამჭვირვალობის გაზრდას, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას.