დღეს, 26 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს პროკურატურასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს მოაწერენ მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე და ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე.
მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს პროკურატურა ილიას უნივერსიტეტს მაღალპროფესიული იურისტების აღზრდაში დაეხმარება. მოქმედი პროკურორები ლექციებს წაუკითხავენ სტუდენტებს, შეასწავლიან პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევებს და სტუდენტებთან ერთად მოამზადებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებს.