26-27 ივნისს ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენისა და ნატო-ს 28 წევრი ქვეყნის ელჩების მონაწილეობით საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტი გაიმართება. ამის შესახებ განცხადება პოლონეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა გააკეთა და საქართველოში ამ ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ვიზიტის გაშუქების მსურველ მედიის წარმომადგენლებს ვაცნობებთ, რომ ჟურნალისტთა აკრედიტაცია დაიწყება 2013 წლის 14 ივნისს და დასრულდება 2013 წლის 21 ივნისს 24 00 საათზე.
აკრედიტაციის გავლისა და დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდს.
მასალის გამოყენების პირობები