ექსპერტი გია ხუხაშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის "აი-ერ-აიმის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების რეალობას არ შეესაბამება.
"ეს კვლევა არანაირად არ ასახავს რეალურ ვითარებას. მართალია, საქართველოში ოპოზიციურ პარტიებს სერიოზული პრობლემები აქვთ, თუმცა ამით ხელისუფლებას არაფერი ემატება", - განაცხადა ხუხაშვილმა
მისი განცხადებით, მსგავსი სახით კვლევები არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ ტარდება და ეს მანიპულაციის თემაა.
"რეალური რომც იყოს ამ კვლევის შედეგები, მისი ხარისხი მაინც ნულოვანია და არ იქნება რეალური იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერს ზომავენ სუბიექტურად, ისე, როგორც კონკრეტულ პირს ან საქმეს აძლევს ხელს", - განაცხადა ხუხაშვილმა.