საქართველოს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა. როგორც ჟურნალისტებთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა.
,,საქართველოს 18-19 ივნისს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ლეონიდ კოჟარი ეწვევა. ის შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში", _განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოსი ვიზიტი მნიშვნელოვანია.
,,ლეონიდ კოჟარას ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინა არის ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა და სწორედ ეუთოს კონტექსტში იმედი მაქვს, საინტერესო საუბარი გვექნება", _განაცხადა ფანჯიკიძემ.