საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ თედო ჯაფარიძეს გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდა. როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრისას მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, მისი სურვილია თედო ჯაფარიძე დიდ ბრიტანეთში საქართველოს წარმოადგენდეს.
,,თედო ჯაფარიძე პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ვარდების რევოლუციის შემდეგ. იგი საკმაოდ გამოცდილი დიპლომატია, პატივსაცემი პიროვნებაა, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში და ჩემი დიდი სურვილია, რომ ბატონო თედო ჯაფარიძე დიდი ბრიტანეთში ჩვენი წარმომადგენელი იყოს", -განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ჯაფარიძის რეაქცია მისთვის გასაგებია.
,,მისი რეაქცია ჩემთვის გასაგებია, რადგან შეიძლება შეურაცხმყოფელიც იყოს მისი ელჩად დანიშვნის პროცედურის ამდენი ხნით გაწელვა", _განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს ამ დრომდე არ დაუსახელებია კონკრეტული მიზეზი რის გამო აფერხებს ელჩების დანიშვნის პროცედურას.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, რომელიც დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად იყო წარდგენილი ამ პოსტის დაკავებაზე უარი განაცხადა.