16 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რომში გაემგზავრება, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
„16 ივნისს პრეზიდენტი რომში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მსოფლიო ორგანიზაციის კონფერენციაში", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.