„იმედი მაქვს შეკითხვებზე, რომლითაც უშიშროების საბჭოზე მივდივარ პასუხებს მივიღებ", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარებას აზრი არ აქვს.
„უშიშროების საბჭოს სხომას დავესწრები. ბევრი შეკითხვა მაქვს პირადად პრეზიდენტთანაც, ეს ეხება ელჩების დანიშვნის საკითხს, არამედ საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობასთან დაკავშირებით საკითხებთან", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის შენობაში 18 საათზე გაიმართება.