საპარლამენტო უმცირესობის წევრები, პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმუარებიან, სადაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომას იმ შემთხვევაში დაესწრება, თუ ჩათვლის რომ მისი მისვლა იქ საჭირო იქნება. ბარამიძის თქმით, როცა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ივანიშვილის ეს განცხადება უპასუხისმგებლოა.
„თავად პრემიერი დაინტერესებული უნდა იყოს დაესწროს უშიშროების საბჭოს სხდომას, ხოლო მისი ეს განცხადება, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაესწრება სხდომას თუ საჭიროდ ჩათვლის. ვფიქრობ რომ საკმაოდ უპასუხიმგებლობაა. მე ვერ გავიგე ნაიცონალური მოძრაობა ან ქვეყნის პრეზიდენტი უნდა ეხვეწებოდეს პრემიერს, რომ იმსჯელონ იმ საკითხებზე რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. მან უნდა გააცნობიეროს, რომ პრემიერია და ქვეყნის საკითხები მისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.