ამ წუთებში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს განიხილავენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვეტო ამ საკითხთან დაკავშირებით სამართლიანია და ადვოკატებს უნდა ჰქონდეთ ჩხრეკისა და ამოღების სამართლებრივი უფლება.
„მე ვეთანხმები პრეზიდენტის ამ ვეტოს, თუმცა ეს თანხმობა არ მინდა განიხილოთ პოლიტიკურ ჭრილში. ვეტოს დადება სამართლიანია, რადგან ადვოკატებს უნდა ჰქონდეთ ის ელემენტარული უფლება, რომელიც მათ ბრალდებულის მხარესთან გაათანაბრებს", _ განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით ადვოკატებს ჩხრეკისა და ამოღების უფლება ეკრძალებათ.