ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის ვეტოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებზე კვლავ განიხილავენ. ჩიორა თაქთაიშვილის თქმით, ნაიცონალური მოძრაობა სრულად ეთანხმება პრეზიდენტის ვეტოს იმ საკითხში, რომლითაც ადვოკატებს უფლებები ჩამოაერთვათ და მათ ჩხრეკისა და ამოღების სამართლებრივი უფლება არ აქვთ.
„საქართველოს პრეზიდენტმა ვფიქრობ, რომ საჭიროდ დაადო ვეტო იმ კანონს, რომლის მიხედვითაც ადვოკატებს უფლებები ჩამოერთვათ, დღევანდელ კომიტეტის სხდომაზე კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ რა მნიშვნელობა აქვს აღნიშულ ჩამორთმეულ უფლებებს ადვოკატებისთვის და იმედია ჩვენი ოპონენტები გაითვალისწინებენ. ჩვენს და პრეზიდენტის შენიშვნებს. აღნიშნულ საკნონმდებლო ცვლილებებს მოჰყვა საკმაო რეაგირება ადვოკატების მხრიდან, რომელიც საპარლამენტო უმრაველესობამ უნდა გაითვალისწინოს", - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.