პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ სოციალური ქსელით გავრცელებული ვიდეო კადრები საქართველოს რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის დაკვეთილი ვიდეოა. მისი თქმით აღნიშნულმა ვიდეო კადრებმა თითოეულ საქართველოს მოქალაქეზე დიდი გავლენა მოახდინა.
„არა აქვს მნიშვნელობა, აღნიშნული ვიდეო კადრები მოამზადა ხელისუფლებაში მყოფმა რომელიმე თანამდებობის პირმა, თუ ოპოზიციის რომელიმე ლიდერმა. საქმე ეხება ქვეყნის ინტერესსა და უსაფრთხოებას. სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანია. ამიტომ უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი ვისაც ბრალი მიუძღვის ვიდეო კადრების მომზადება-გავრცელებაში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.