,,არსებობს ეჭვი, რომ იუთუბზე გავრცელებულ მასალაში ,,ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა იკვეთება", - განაცხადა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა იუთუბზე გავრცელებული კადრების კომენტირებისას და მსგავსი თემებით სპეკულირებით ,,ქართული ოცნება' დაკავებული არ ყოფილა.
,,გახსოვთ ,,ვერის უბნის მელოდიებში" ბრალდებებზე შუბას, რომ მოიპარავენ. ჩვენ ვიცითო ამ უბანში ვინ არის ამის შემძენიო. განა ჩვენ არ ვიცით ვინ არის ამ კადრების გამკეთებელი? თუ ამაზე საუბარია, თუმცა გამოვთქვამ ეჭვს, მაგრამ ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თუმცა თუ მაინც წინასწარ ეჭვებზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდს მსგავსი ხელწერა არ ჰქონია არასოდეოს და მსგავსი თემებით არასდროს არ დაკავებულა. შესაბამისად თუ ვინმეს ეჭვი აქვს ამ მიმართულებით ეს მისი პრობლემაა მხოლოდ და მხოლოდ, ეს არ არის გუნდის პრობლემა. ეჭვის საფუძველს და არა მეტს, არავითარი დასკვნების გაკეთებას არ ვაპირებ, ეს მათი ხელწერაა, ესენი ახერხებდნენ მსგავსი ფილმების გადაღებასა და გავრცელებას, მოდელირებული ,,ქრონიკას" თუ რაღაცეები ჰქონდათ მათ, შესაბამისად ეჭვის საფუძველს იძლევა და არა მეტის. Aამიტომ დაველოდოთ გამოძიებას", _განაცხადა ივანიშვილმა.