,,უშიშროების საბჭოს სხდომას იმ შემთხვევაში დავესწრები თუ დავრწმუნდები, რომ ჩემი მისვლა აუცილებელია" _განაცხადა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა, მხოლოდ შეკრებისთვის არ უნდა გაიმართოს.
,,ჯერ უნდა დავრწმუნდე, რომ საკითხები უნდა იყოს ისეთი, რომ აუცილებელი და სასწრაფოდ მისასვლელია და მერე უნდა დავრწმუნდე რამდენად ქმედითუნარიანი ეს სტრუქტურა და რა მოხდება დღეს ისიც დავინახოთ და მომავალში რატომაც არა. ეს არ უნდა იყოს შეკრება საკითხები საკითხებისთვის და არა იმისთვის, რომ მხოლოდ შეკრება მოხდეს, რაც ჩვენ მოვითხოვეთ, არამედ რეალური. ამის შემდეგ ვნახოთ რამდენად ქმედითუნაროანია უშიშროების საბჭო. სამი მინისტრი მიდის, სამივე მინისტრს აქვს ძალიან ბევრი შეკითხვა", -განაცახდა ივანიშვილმა.