სირიის სახელისუფლებო არმია ქალაქ აპელოს ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რაიონებზე და გარეუბნებზე იერიშისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი" ავრცელებს. სააგენტოს ინფორმატორის ცნობით, შეტევა შესაძლოა უახლოეს საათებში დაიწყოს.
აპელოს მთელ რიგ რაიონებში ხელისუფლებამ უკვე გააგზავნა სამხედრო შენაერთები და მათთან ერთად ლიბანური მოძრაობა „ჰეზბოლას" ბოევიკები. სირიის სამხრეთის სტრატეგიულ ობიექტებზე ამბოხებულებმა კონტროლი ჯერ კიდევ გასულ წელს დააწესეს და მას შემდეგ თვეების განმავლობაში სიტუაცია არ შეცვლილა, ვიდრე სახელისუფლებო ძალებმა „ჰეზბოლას" ბოევიკების დახმარებით ქალაქ კრუსეირზე კონტროლი აღადგინეს.
სამხედრო ექსპერტების თქმით, კრუსეირში გამარჯვება, რასაც სახელისუფლებო არმიის მიერ ლიბანის საზღვართან კიდევ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის აღება მოჰყვა, გარდამტეხი ეპიზოდი იყო ქვეყანაში მიმდინარე დაპირისპირებაში.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო დაპირისპირება და კონფლიქტი სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკვე ორ წელზე მეტია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, გაეროს მონაცემებით, 80 ათასზე მეტი ადამიანი და იღუპა და 1,5 მილიონზე მეტი ლტოლვილად იქცა.