ავღანეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო ძალების ოთხი სამხედრო მოსამსახურე ორი სხვადასხვა ინციდენტის დროს დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
პაკტიკას პროვინციაში საერთაშორისო მისიის 3 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთის გვარდიის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილა. კიდევ ერთი ჯარისკაცი ქვეყნის დასავლეთით პროვინცია ფარაჰში მოკლეს.
ჯერ-ჯერობით, ინფორმაცია მომხდარი ინციდენტის დეტალების და გარდაცვლილი ჯარისკაცების ეროვნების შესახებ არ ვრცელდება.