საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ქართულ საზოგადოებას მიმართა და კიდევ ერთხელ გამოხატა ღრმა მწუხარება ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების გარდაცვალების გამო. მიხეილ სააკაშვილმა მთელ ერს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ეს თითოეული ქართველის დანაკარგია. ქვეყნის პირველი პირმა ამ დღეებში გავრცელებულ ვიდეორგოლებზეც ისაუბრა და აღნიშნულ ფაქტს ამაზრზენი უწოდა. მიხეილ სააკაშვილმა შს მინისტრს კლიპის წარმომავლობის, გავრცელებისა და დამზადების თობაზე გამოძიების დაუყონებლივ წარმოება დაავალა. მისივე თქმით, იგი შეხვდა აშშ-ს ელჩს საქართველოში და ექსპერტიზაში ფედერალური ბიუროს ჩართვა სთხოვა.
„მე უკვე ვთხოვე ჩვენს უცხოელ კოლეგებს, მვმართე ნატოს გენერალურ მდივანს, შევხვდი აშშ-ის ელჩს და ვთხოვე ჩაერთოს ფერეალური გამოძიების ბიურო ექსპერტიზაში. დადგინდეს არა მარტო ის საიდან აიტვირთა, ეს გუშინვე შეეძლოთ დაედგინათ, არამედ ვინ გააკეთა, რომელმა სტუდიამ გააკეთა. ვისი ხმა ადევს, ვინ იჯდა იმ სტუდიაში და ვინ შეუკვეთა ეს ყველაფერი. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ძალიან ბინძურ და სახიფათო თამაშთან. მე მინდა მივმართო ყველა მოქალაქეს, მოქმედ გამომძიებლებს, მოქმედ პოლიციელებს, დაგვეხმარონ. ეს არ არის პოლიტიკური საკითხი. ეს არის, ეროვნული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი საკითხი", - განაცხადა პრეზიდენტმა.