შვედეთის პრინცესა მადლენი, ქორწინების წინა ღამეს ადგილობრივმა პოლიციამ, ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ათასი კრონით, დაახლოებით 150 დოლარით, დააჯარიმა.
პოლიციის განცხადებით, 30 წლის პრინცესა სტოკჰოლმში სამეფო სასახლესთან ახლოს იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც საპირისპირო ხაზზე გადაადგილდებოდა. მათივე განმარტებით, მადლენი სამართალდამცავებთან ურთიერთობისას სამეფო წარმომავლობის დამალვას ცდილობდა.
სამეფო ოჯახს აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია. შვედეთის პრინცესა მადლენი ხვალ ბრიტანელ ბანკირ კრილ ო'ნილზე ქორწინდება.