საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო განცხადებით ავღანეთში დაღუპული ოჯახის წევრებს მიუსაძიმრა. მისი თქმით, საქართველომ კიდევ ერთხელ მსხვერპლი გაიღო თავისუფლებისა და ცივილიზაციისკენ მიმავალ გზაზე.
„ეს არის ძალიან მძიმე დარტყმა და ძალიან მძიმე დანაკარგი თითოეული ჩვენგანისთვის. არაფერი არ არის უფრო მძიმე პრეზიდენტისათვის ვიდრე ის რომ ქართული ოჯახები იღებენ შეტყობინებას თავიანთი ოჯახის საყვარელი წევრების ამ გარემოებაში დაღუპვის თაობაზე.
მე რამდენჯერმე ვიყავი ბოლო წლებში ავღანეთში 3-ჯერ მქონდა საშუალება გვემახა ჩვენი ჯარისკაცები. მე ვიცი როგორ ამაყობენ ისინი იმ მისიით რომელსაც ისინი ახორციელებენ. მე ვნახე რამდენიმე თის წინ როგორ დაესხნენ ჩვენს კონტიგენტს ტავს და როგირ გმურულად და მწყობრად იგერიებდნენ ისინი ამ შემოტევას და როგორ თავაწეული იცავდნენ სამშობლოს ღირსებას"- განაცხადა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილის განმარტებით ასეთი მაშტაბური შეტევა იმ ბაზაზე სადაც ქართცველი ჯარისკაცევი მსახურობენ ბოლო პერიოდში უკვე მეორედ მოხდა. პრეზიდენტის თქმით, 2014 წელი არის მისიის დასრულების წელი მაგრამ რაც ის უკფრო დასასრულს უახლოვდება ის უფრო სარისკო ხდება ქართული არმიის ოიმ შენაერთებისთვის რომლებიც იქ არიან განლაგებულნი.
„რამნდენიმე წუთის უკან მივიღე ნატოს გენერალური მდივნის სამძიმრის დეპეშა. და ისიც ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს ქართველების გმირობას და როლს ამ მეტად ძალიან სახიფათო მისიი განხორციელებისას", - აღნიშნა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 ივნისს, ავღანეთში ჰელდმანის პროვინციაში საბრძოლო დავალების შესრულების დროს, 6 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, ცხრა ჯარისკაცი დაჭრილია. ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთინებული შტაბის უფროსმა ირაკლი ძნელაძემ თავადაცვის სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ქართულ მოწინავე ბაზაზე მოხდა ტერორისტული თავდასხმა.
"თვითმკვლელა ტერორისტმა ჩვენს ბაზასთან მოახდინა სატვირთო ავტომანქანის აფეთქება, რომელმაც გამოიწვია მსხვერპლი. გვყავს დაჭრილები და დაღუპულები", - განაცხადა ძნელაძემ.
გარდაცვლილია 6 სამხედრო მოსამსახურე:
კაპრალი ორთავაძე თეიმურაზი თამაზის ძე,
კაპრალი ადამოვი გიორგი ნუგზრის ძე,
რიგითი გურგენაშვილი ზურაბი გიორგის ძე,
რიგითი ნარიდოშვილი გიორგი ვეფხვიას ძე,
რიგითი ცუგოშვილი ბორისი ტარიელის ძე,
რიგითი სულხანიშვილი ზვიადი სულხანის ძე.
რიგითი კუჭაშვილი გიორგი ვაჟას-ძე მოყოლილი ნაგრევებში და ამჟამად მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.
გაერთიანებული შტაბის უფროსმა დაღუპული გმირების ოჯახებს მიუსამძიმრა. ავღანეთში დაჭრილი 9 ქართველი სამხედროს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება