რუსეთი პირველი ლედის გარეშე დარჩა, რადგანაც ვლადიმერ პუტინი მეუღლეს დაშორდა. როგორც რუსული მედია იტყობინება, ვლადიმერ და ლუდმილა პუტინებმა უკვე ღიად განაცხადეს, რომ მათი ქორწინება დასრულდა.
წყვილი კრემლში ბალეტს "ესმერალდას" დაესწრო, რომლის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტის კითხვის "ეს განქორწინებაა?" საპასუხიდ, ლუდმილა პუტინმა განაცხადა „დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ცივილიზებული განქორწინება".
პრეზიდენტმა განაცხადა, გადაწყვეტილება განქორწინებაზე წყვილმა ერთობლიდავ მიიღო.
რუსეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ქორწინება წლების განმავლობაში ფორმალურ ხასიათს ატარებს.ჯერ კიდევ 2010 წელს ”ჯი-ეიჩ-ენმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინმა ალინა კაბაევაზე ვალდაის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტერში ჯვარი დაიწერა (იხილეთ ბმული) .
რია ნოვისტის ფოტო