სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა საოლქო პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე იმყოფება. გუნავა მის დაკითხვაზე დაბარებას პოლიტიკურ დევნად აფასებს.
,,ეს არის მორიგი პოლიტიკური დევნა, იციან, რომ სამეგრელოში ხალხის მხარდაჭერა მათ მხარეს არ არის. ძალიან მშიშარა ხელისუფლება ჰყავს დღეს საქართველოს, მშიშარა იმ დოზით, რომ ორი დღის განმავლობაში, რომ პასუხს ვერ აძლევს ოკუპანტს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის ქვეს დგება", -განაცხადა გუნავამ დაკითხვის დაწყებამდე.
შეგახსენებთ, რომ თენგიზ გუნავა 2008 წელს გოჩა ეხვაიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით იკითხება.