ხვალ, 7 მაისს, 18:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში  ფოტოგრაფ  მინდია  მიდელაშვილის  ნამუშევრების  გამოფენა სახსელწოდებით  "ომო"  გაიხსნება. 
გამოფენაზე  წარმოდგენილი   იქნება 70 ფოტონამუშევარი, ეთიოპიაში გატარებული დღეების ამსახველი  დოკუმენტური ფილმები  და თავგადასავლის  დღიურები. 
გამოფენის მხარდამჭერები არიან: "თი-ბი-სი ბანკი" და საქართველოს საელჩო ეთიოპიაში. 
გამოფენა გაგრძელდება  20 ივნისამდე.