ყველა უკანონო ჩანაწერი, რომლის შინაარსში არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, უნდა განადგურდეს დადგენილი წესით, , - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ.
„პირველ რიგში სახელმწიფომ, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პერსონალურად ბოდიში უნდა მოუხადოს თითოეულს, რომელთა პირადი ცხოვრების უკანონო ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა განხორციელდა. ყველა უკანონო ჩანაწერი, რომლის შინაარსში არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, უნდა განადგურდეს დადგენილი წესით. რაც შეეხება ნივმთმტკიცებას, თვითონ უკანონო ჩანაწერების ფაქტზე, ის დაფიქსირებულ უნდა იქნეს საგამოძიებო მოქმედებებით და მისი განადგურება არ ნიშნავს მტკიცებულების დაკარგვას. მაგალითისათვის, მტკიცებულება რომ რაიმე მალფუჭებადი საგანი ან ნივთიერება იყოს, მას ხომ დავაფიქსირებდით საგამოძიებო მოქმედებით და გავანადგურებდით? ასევე უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში და აქ არ არის საჭირო სამართლებრივი ფილოსოფოსობა", - განაცხადა ხაბურძანიამ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განაცხადებით, ,,შეიძლება, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების არქივი შეინახოს ისე, როგორც ბანკში ფული ინახება".
"განადგურების ერთ-ერთი პრინციპული მოწინააღმდეგე კახი კახიშვილია. შეიძლება ვნახოთ მეთოდი, მაგალითად, მასალები შეინახოს ისე, როგორც ბანკში ფული ინახება ან რამე მსგავსი. წვდომა ჰქონდეს რამდენიმე ორგანიზაციას და ა.შ. საბოლოო ჯამში ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სირცხვილს თავი ავარიდოთ და პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელების ფაქტი საქართველოში აღარ განმეორდეს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.