ამერიკელმა სერჟანტმა რობერ ბეილსმა, მოსამართლეს 16 ავღანელი სამოქალაქო პირის ლიკვიდაციის შესახებ აღიარებითი ჩვენება მისცა. „როიტერის" ინფორმაციით აღიარებითი ჩვენების შემდეგ, გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო, ამერიკელ სერჟანტს სიკვდილით დასჯას აღარ მიუსჯიან.
39 წლის რობერტ ბეილს ბრალი 2012 წლის მარტში ჩადენილ დანაშაულში ედებოდა. როდესაც ამერიკელი ჯარისკაცი მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ სოფელს თავს დაესხა და ქალებსა და ბავშვებს ცეცხლი გაუხსნა. მომხდარის შედეგად 16 მათგანი დაიღუპა.
სერჟანტის განცხადებით, მას არ ახსოვს რატომ ჩაიდინა დანაშაული. მასზე ჩატარებული გამოკვლევების შედეგად რობერტ ბეილს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა დაუდგინდა.
მომხდარის შედეგად საპროტესტო აქციები ავღანეთსა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გაიმართა. პენტაგონმა მომხდარზე პასუხისმგებლობა აღიარა.