"საქართველოს პატრიარქის ვიზიტის განხორციელება აფხაზეთში - აბსოლუტურად შეუძლებელია",_ აცხადებს აფხაზი სასულიერო პირი, ე.წ. "აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის" თავმჯდომარის მოადგილე დავით სარსანია რუსულ მედიასთან საუბარში.
"საქართველოს პატრიარქი ყველაფერში როგორც პოლიტიკოსი, მხოლოდ საქართველოს ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.
მაგალითად, ბოლო ეროვნებათაშორისი კონფლიქტების დროს საქართველოს პატრიარქს არ უთქვამს არც ერთი სიტყვა იმისათვის, რომ სისხლისღვრა შეეჩერებინა.
2008 წელს როდესაც ქართველი სამხედროები ცხინვალში ხვრეტდდნენ მშვიდობიან მოსახლეობას და სამშვიდობოებს, ილია მეორეს არც ერთი სიტყვა არ უთქვამს. ხოლო როგორც კი რუსეთი სამხრეთ ოსეთის დასაცავად წავიდა მან უმალვე მისწერა რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს და პრემიერ პუტინს და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა სთხოვა", _ აცხადებს სარსანია და აღნიშნავს: "გამოდის, რომ თუ ომი არ არის მაშინ ჩვენ მათი ძმები ვართ ხოლო როცა ომი იწყება ქართული ეკლესია საქართველოს საზღვრების აღდგენაზე იწყებს საუბარს".
"ამიტომაც ყველაფერი რასაც ქართველი პატრიარქი ამბობს და რაშიც ის რუსეთის ეკლესიასა და მსოფლიო საპატრიარქოს იმოწმებს -ეს მისი პირადი აზრის და აფხაზეთს ეს არ ეხება.
მიმაჩნია, რომ საქართველოს პარტიარქის კონსტანტინოპოლში ვიზიტის მიზანი იყო ის, რომ დაებლოკა აფხაზი მართლმადიდებელი ხალხისათვის თავისი საეკლესიო მომავლის განხილვის საშუალება", _ აცხადებს სარსანია.