რუსეთის ოპოზციის ერთ-ერთი ლიდერი სერგეი უდალცოვი, რომელიც ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება მოსკოვის მერობისათვის კენჭისყრას აპირებს.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. აღნიშნული ინფორმაცია სერგეი უდალცოვმა "ტვიტერში" თავს მიკრობლოგზე გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვის ამჟამინდელმა მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ის აპირებს მიმართოს რუსეთის პრეზიდენტს გადადგომისა და მოსკოვის მერის ხელახალი არჩევნების სექტემბერში ჩატარების თაობაზე. არჩევნები სავარაუდოდ 8 სექტემბერს უნდა გაიმართოს.