პრაღაში არსებულმა დამცავმა ზღუდეებმა წყალდიდობის პიკს გაუძლეს და ჩეხეთის დედაქალაქში წყლის დონემ კლება დაიწყო. ამასთან ერთად, ტურისტებისთვისა და ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის რიგი ობიექტები პრაღაში ჯერ კიდევ დახურულია და ქალაქის ცენტრში მეტრო ჯერ კიდევ არ მუშაობს, თუმცა დღეისათის 5 მეტროსადგურის გახსნა იგეგმება. მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ წყლის დონე მდინარეებში მართალია იმატებს, მაგრამ უკვე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. აღსანიშნავია, რომ ბოლო ინფორმაციით, პრაღაში წყალდიდობის გამო დაღუპულია რვა ადამიანი. ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი, ოთხი ადამიანი კი ჯერ ჯერობით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
დღედან ასევე იგეგმება პრაღის ცნობილი ზოოპარკის ზედა ნაწილის გახსნა, რომელიც წყალდიდობის გამო არ დაზარალებულა. ზოოპარკის მეორე ნაწილი ჯერ ჯერობით კვლავ დატბორილია.
მასალის გამოყენების პირობები