მოსკოვის მეტროსადგურიდან 4,5 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მიზეზი გვირაბში გაჩენილი ცეცხლი და წარმოქმნილი შავი კვამლი იყო. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით "ინტერფაქსი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით დაშავდა 11 ადამიანი მათ შორის ბავშვებიც არიან. ექიმების განცხადებით დაშავებულთა შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობა ორ პაციენტს აღენიშნება.
ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია და ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ მიმდინარეობს საქმის მოკვლევა. წინასწარი ინფორმაციით ცეცხლი ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.