თურქეთის პოლიციამ კვლავ გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი სტაბულში ტაკსიმის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ. აღნიშნული მოხდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ნაწილობრივ აღიარა დემონსტრანტების სიმართლე და ბოდიში მოიხადა მათ წინაშე.
როგორც ბი-ბი-სი იტყობინება დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარ შეტაკებამდე ვითარება მოედანზე საკმაოდ მშვიდობიანი და საზეიმოც იყო.
დემონსტრანტები უფრო მეტად არიან დარწმუნებულნი, რომ ხელისუფლება მათთან მოალაპარეკებებს დაწყებს.
"დემონსტრატებს შორის არიან სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები: მოზარდებიდან და ფეხბურთის ფანებიდან დაწყებული, უზრუნველყოფილი ჩინონიკები და ბიზნესმენებიც", - წერს ბი-ბი-სი.
ისინი საკუთარი ქმედებების კოორდინირებას სოციალური ქსელების მეშვეობით ახდენენ.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ბიულენტ არინჩმა აღიარა იმათი სიმართლე, ვინც სტამბულში გეზის პარკის დასაცავად გამოვიდა.
მან პროტესტს "სამართლიანი და გამართლებული" უწოდა და დაგმო პოლიცის მიერ ძალის გადამეტება.
უფლებათადამცველთა განცხადებით, საპროტესტო აქციების 5 დღის განმავლობაში დაშავებულია 2800 ადამიანზე მეტი. დაღუპულია ორი ადამიანი. ერთი აქცის დაშლის დროს, მეორე მიღებული ტრამვების შედეგად.
მასალის გამოყენების პირობები