ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ 5 ქვეყნის 37 კომპანია „შავ სიაში" შეიყვანა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ინტერესების შესაბამისად მოქმედების ბრალდებით სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
შეერთებული შტატების მტკიცებით, კერძო კომპანიებად გაფორმებული ფირმები ირანიდან, გერმანიიდან, დუბაიდან, ხორვატიიდან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, ირანს ეხმარებიან თავი აარიდონ საერთაშორისო საზოგადოების მიერ ბირთვული პროგრამის გამო დაწესებულ სანქციებს.
შეგახსენებთ, რომ სანქციების შემოღება ირანის ბირთვულ პროგრამას უკავშირდება, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის აზრით, მიზნად ისახავს ბირთვული იარაღის შექმნას. ოფიციალური თეირანი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ პროგრამა მხოლოდ სამშვიდობო მიზნებს ემსახურება.
მასალის გამოყენების პირობები