სირიის ოპოზიცია ულტიმატუმის ფორმით მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან ხელს ნუ შეუშლის სირიის ტერიტორიაზე მოსალოდნელ საერთაშორისო შეჭრას და ემუქრება, რომ თუ ეს პირობა შესრულებული არ იქნება - საბრძოლო მოქმედებები ლიბანში დაიწყება.
აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებისათვის ცნობილი გახდა მას შემდეგ რაც "სირიის თავისუფალი არმიის" მეთაურმა სალიმ იდრისმა გაეროს უშიშროების საბჭოს წერილი გაუგზავნა.
ამ განცხადების მთავარ მიზეზად რუსეთს მიერ გასულ შაბათს ქალაქ ელ-კუსეირიში მომხდარი ამბების შესახებ განცხადების დაბლოკვა გახდა, რომელიც უშიშროების საბჭოზე იყო გამოტანილი.
"ელ კუსეირის მცხოვრებლების სახელით უმაღლესი სამხედრო საბჭო მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან უარი თქვას თავის წინააღმდეგობაზე საერთაშორისო ჩარევის მიმართ", _ ნათქვამია წერილში.
იდრისი ასევე მიუწოდებს გაეროს ზეწოლა მოახდინოს ასადის მთავრობაზე, იმისათ[ის რათა მათ ელ-კუსეირზე იერიშები შეწყვიტონ და ქალაქში ჰუმანიტარული დახმარება დაუყოვნებლივ შეიტანონ. თავის მხრივ, ის პირობას დებს, რომ ჰუმანიტარული დახმარების ტრანსპორტირებას ხელს არ შეუშლის.
იდრისი ასევე აფრთხილებს ყველას, რომ ლიბანური შიიტური მოძრაობა "ჰეზბოლა" სირიაში თავის მოქმედებებს ააქტიურებს და მისი ბოევიკები ამჟამად ალეპოში იმყოფებიან, ასვე დამასკოს მოსაზღვრე რაიონებში.
"მოვითხოვთ საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას და იმას, რომ ლიბანის მთავრობამ მიიღოს ზომები "ჰეზბოლას" ბოევიკების სირიის ტერიტორიიდან გაყვანასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ იძულებულნი გავხდებით ჩვენი ბრძოლა ასადის რეჟიმთან ტრანსსასაზღვრო ბრძოლად გადავაქციოთ", _ ნათქვამია წერილში.
მასალის გამოყენების პირობები