თურქეთში დემონსტრანტებმა ქალაქ იზმირი დააზარალეს და თურქეთის მმართველი პარტიის ოფისზე იერიში მიიტანეს. სულ იზმირში დაკავებულია აქციის 368 მონაწილე. იზმირის გუბერნატორის მუსტაფა ტოპრაკის თქმით, დემონსტრანტებთან შეტაკებაში დაშავებულია 32 პოლიციელი.
მისივე თქმით, დემონსტრანტებმა დაამტვრიეს ბანკის 31 განყოფილება, 42 მაღაზია და კაფე დაწვეს 20 ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება.
ამ დილით იზმირში, მას შემდეგ რაც დემონსტრანტებმა მმართველი პარტიის ოფისზე იერიში მიიტანეს, პოლიციამ ძალა გამოიყენა და ისინი დაარბია. მაშინ დემონსტრანტებმა პარტიის შენობას ცეცხლი წაუკიდეს და ის ბოლომდე დაწვეს.