თურქეთის ერთ -ერთ ქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა წუხელ იერიში პრემიერ-მინისტრის რეჯებ ტაიპ ერდოღანის რეზიდენციაზე მიიტანეს. აღნიშნული ინციდენტი ქალაქ დოლმაბახჩაში მოხდა. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის მანქანები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
თავად პრემიერი რეზიდენციაში არ იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ არეულობა სტამბულში დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო. ადგილობრივმა მოსახლეობამ ტაქსიმის მოედანზე მდებარე მწვანე პარკის განადგურებისა და მის ადგილზე სავაჭრო ცენტრის აგების მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა. პოლიციასთან შეტაკება იმავე დღეს მოხდა. თუმცა ამჟამად უკვე აქციები თურქეთის მრავალ ქალაქში მიმდინარეობს და მონაწილეები ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან.