სტამბულში მიმდინარე აქციაზე 22 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავრცელებს.
ეს პირველი მსხვერპლია, რომელიც უშუალოდ აქცის მომდინარეობისას დაიღუპა. ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა მას შემდეგ რაც ავტომანქანამ აქციის მონაწილეებს გადაუარა. აღნიშნული ინციდენტის შედეგად კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა. ინციდენტის დეტალები ამჟამად დგინდება.
გუშინ ექიმთა ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ერთ ერთი დემონსტრანდი მიღებული ტრამვების შედეგად საავადმტოფოში გარდაიცვალა.