ძლიერი წყალდიდობის გამო, ჩეხეთის ხელისუფლება იძულებული გახდა წყალსაცავებში წნევის შემცირების მიზნით ხელოვნური გადინება მოეწყო, რის შედეგადაც წყლის უდიდესი ნაკადი პრაღის მიმართულებით მიედინება.
მდინარე ვლტავაში წყლის დონე იმატებს და ის უახლოეს პერიოდში კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს. ჩეხეთის საინფორმაციო საშუალებები აცხადებენ, რომ "პრაღა იძირება". სხვადასხვა ინფორმაციით წყლის დონე მდინარეში საათში 10-დან 20 სმ-მდე იზრდება.
ამ დროისთვის ჩეხეთში წყალდიდობის შდეგად დაღუპულია შვიდი ადამიანი. ავსტრიაში დაღუპულია ორი, სამი კი დაკარგულად ითვლება .
ჩეხეთში გამოცხადებულია საგაnგებო მდგომარეობა. სამი ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა საკუთარი საცხოვრებელი სახლები. ხელისუფლება იძულებული გახდა პრაღის ზოოპარკიდან ცხოველების ევაკუაციაც მოეხდინა.
გერმანიის სამხრეთით მოსახლეობის დასახმარებლად საჯარისო დანაყოფებია მობილიზებული.
ბავარიის ქალაქ პასაუში წყალის დონემ ყველაზე მაღალ ნიშნულს გადააჭარბა. დამკვირებელთა განცხადებით ასეთი, რამ XVI-ს შემდეგ არ დაფიქსირებულა.
სინოპტიკოსების განცხადებით, უახლოეს დღეებში არსებული ვითარება შენარჩუნდება.