ჩეხეთში საგანგებო მდგომარეობაა. წყალდიდობის გამო პრაღის ისტორიული ცენტრი გადაკეტილია. ნაწილობრივ არ მუშაობს მეტროპოლიტენი. პროგნოზის მიხედვით წვიმები უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში არ შეწყდება.
მართალია, ჩეხეთში არსებულ წყალდიდობას ჯერ 2002 წელს მომხდარი წყალდიდობის მასშტაბისათვის არ მიუღწევია, როდესაც დამცავმა ზღუდეებმა სტიქიას ვერ გაუძლეს და წყალმა ჩეხეთის დედაქალაქის ქუჩები დატბორა. თუმცა მიუხედავად ამისა, სტიქიას ჩეხეთში უკვე მოჰყვა მსხვერპლი, ხოლო საფრთხის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 50 ქალაქშია.
ამჟამად წლის სიჩქარე მდინარეში წამში 3000 კუბურ მეტრს აღწევს. გუშინ, ამ დროისთვის, ეს მაჩვენებელი წამში 1510 კბმ. იყო.
დედაქალაქში დატბორვის ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს, თუმცა ხელისუფლება ჯერ ჯერობით პრაღის მცხოვრებლების მასშტაბური ევაკუაციიდან თავს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ პროგნოზის მიხედვით, წვიმები უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში არ შეწყდება, მდინარეებში წყლის დონე კი იზრდება.