თურქეთში, სტამბულის ძველ რაიონში - ბეშიკტაშში მიმდინარე საპროტესტი გამოსვლებში მონაწილეობა 10 ათასამდე ადამიანმა მიღო. დემონსტანტები აწყობდნენ ბარიკადებს, რასაც პოლიცია ცრემლსადენი გაზით პასუხობდა. წუხალდელ შეტაკებებში დაჭრილია რამდენიმე ათეული დემონსტრანტი. დასავლური მედიის ინფორმაცით, წუხანდელი ღამე ყველაზე სისხლიანი იყო. დემონსტრანდები სხვადასხვა ოფისებს, მაღაზიებს, მეჩეთესა და უნივესიტეტის შენობას იყნებედნენ დაჭრილთა დასახმარებლად. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არააა.
ხელისუფლების ინფორმაციით, ბოლო დღების განმავლობაში დაკავებულია 1700-მდე ადამიანი.
ქვეყნის პრემიერი რეჯეპ ტაეპ ერდოღანი მიჩნევს, რომ აქცია მარგინალი პირების მიერ ქვეყნის ფარგლებს გარედან იმართება. მან ასევე უარყო დემონსტრანტების ბრალდება, რომ ქვეყანას ისლამისტები მართავენ და ადგილი აქვს ავტოკრატიულ მართველობას.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში თურქეთმა მნიშვნელოვან ეკონომიკურ წარმატებებს მიაღწია.
ერდოღანმა განაცხადა, რომ სტაბულში მიმდინარე აქციები ანტიდემოკრატიულია.
სტაბულში მიმდინარე მოვლენებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა. აშშ აცხადებს, რომ დემონსტრაციები და საპროტესტო გამოსვლები დემოკრატის შემადგენელი ნაწილია.
შეგახსენებთ, რომ სტამბულში აქციები მას შემდეგ დაიწყო რაც ხელისუფლებამ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე პარკის განადგურება და მის ადგილას სავაჭრო გასართობი ცენტრის მშენებლობა გადაწყვიტა. არეულობამ ბეშიკტაშის რაიონში გადაინაცვლა, სადაც სამართალდამცავებსა და დემონტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა. ეს საპროტესტო აქციები ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აღიარა პოლიცის მიერ დაშვებული შეცდომები და ძალის გადამეტება. თუმცა, მანვე მოუწოდა ქვეყნის მოქალაქებს დაუყონებლივ შეწყვიტონ საპროტესტო აქციები. მრავალი ახალგაზრდა დემონსტრანტი ხელისუფლებას ქვეყნის ისლამიზაციაში დებს ბრალს. ამავე დროს, პრემიერ-მინისტრის მოწინაღმდეგები აცხადებენ, რომ გეზი სტამბულის ერთ-ერთი ყველაზე გამწვანებული ადგილია და მისი განადგურება დაუშვებელია.
პრემიერ-მინისტრი კი მიჩნევს, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხელს შეუწყობს ქალაქში მოძრაობის განტვირთვას და იგი არ აპირებს დასახული გეგმის შეცვლას. ამჟამად საპროტესტო აქცია როგორც პარკის გადარჩენის ასევე პოლიტიკური მოთხოვნებით იმართება. დემონტრანტები აცხადებენ, რომ ერდოღანი "მართავს როგორც მეფე" და მას ამის უფლება უნდა ჩამოერთვას.
მასალის გამოყენების პირობები