ჩეხეთის დედაქალაქ პრაღის რამდენიმე რაიონში, მდინარე ვლტავაში წყლის დონის მატების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
ქალაქში გამოცხადებულია წყალდიდობის მესამე დონის საფრთხე.
გავრცელებული ინფორმაცით, ამ დროისთვის მდინარეში წამში 1510 კბ/მ წყალი გადის, მაშინ როდესაც მესამე დონის საფრთხის მაჩვენებელი 1500 კუბური მეტრია .
ადგილობრივი ხელისუფლება პრაღელებსა და ქალაქის სტუმრებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ ქალაქში გადაადგილებისგან.