თურქეთში ანტისამთავრობო პროტესტის გამოსახატავად დემონსტრანტები კვლავ იკრიბებიან.
გასული ღამის განმავლობაში სტამბულსა და ანკარაში პოლიციასა და დემონტრანტებს შორის შტაკება მოხდა. ათობით ადამიანი დაშავდა. გასულ ღამესვე პოლიციამ ტაკსიმის მოედნიდან ალყა მოხსნა და ის დემონსტრანტებისთვის გაათავისუფლა. პროტესტის მონაწილეებმა საკუთარი "გამარჯვება" ხმაურით აღნიშნეს და საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბეშიკტაშის რაიონში სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
საპროტესტო გამოსვლები სტამბულში მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ გეზის პარკის განადგურება და მის ადგილას სავაჭრო- გასართობი პარკის მოწყობა გადაწყვიტა.
არეულობამ ბეშიკტაშის რაიონში გადაინაცვლ,ა სადაც სამართალდამცავებსა და დემონტრანტებს შორის შეტაკლებები მოხდა.
ორი დღის განმავლობაში თურქეთში 90 საპროტესტო აქცია გაიმართა. შს მინისტრის მუამერ გიულერის განცხადებით, დაკავებულია 1000-მდე ადამიანი. ეს საპროტესტო აქციები ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია.
ქვეყნის პორემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აღიარა პოლიცის მიერ დაშვებული შეცდომები და ძალის გადამეტება. თუმცა, მანვე მოუწოდა ქვეყნის მოქალაქებს დაუყონებლივ შეწყვიტონ საპროტესტო აქციები.
მრავალი ახალგაზრდა დემონსტრანტი ხელისუფლებას ქვეყნის ისლამიზაციაში დებს ბრალს. ამავე დროს, პრემიერ-მინისტრის მოწინაღმდეგები აცხადებენ, რომ გეზი სტამბულის ერთ-ერთი ყველაზე გამწვანებული ადგილია და მისი განადგურება დაუშვებელია.
პრემიერ-მინისტრი კი მიჩნევს, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხელს შეუწყობს ქალაქში მოძრაობის განტვირთვას და იგი არ აპირებს დასახული გეგმის შეცვლას.
ოპოზიცის ლიდერთა განცხადებით, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ტაკსიმის მოედანი დატოვა, ხალხმა თავი გამარჯვებულად იგრძნო.
ამჟამად საპროტესტო აქცია როგორც პარკის გადარჩენის ასევე პოლიტიკური მოთხოვნებით იმართება.
დემონტრანტებბი აცხადებენ, რომ ერდოღანი "მართავს როგორც მეფე" და მას ამის უფლება უნდა ჩამოერთვას.