ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ჯენ პსაკის განცხადებით, ოფიციალურ ვაშინგტონს ჯერ-ჯერობით არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ჟენევაში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში ირანის ისლამური რესპუბლიკის მონაწილეობა - არ მონაწილეობის საკითხი.
შეერტებული შტატების მოსაზრებით, ირანი შექმნილ სიტუაციაში არაკონსტრუქციულ როლს თამაშობს, რადგან ლიბანის რადიკალურ შიიტურ დაჯგუფება „ჰეზბოლასთან" ერთად აშკარად მონაწილეობს კონფლიქტში მოქმედი ხელისუფლების სასარგებლოდ.
შეგახსენებთ, რომ სირიაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირებისა და სამშვიდობო პროცესის დაწყების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო კონფერენციის მოწვევაზე შეთანხმდნენ.
სამოქალაქო დაპირისპირება სირიაში და კონფლიქტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკვე თითქმის ორი წელია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, გაეროს მონაცემებით დაიღუპა 80 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 1,5 მილიონზე მეტი ლტოლვილად იქცა.
მასალის გამოყენების პირობები