გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დიდ ბრიტანეთს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფილთავის აკრიტიკებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
გაეროს კომიტეტის ექსპერტების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია ფაქტებზე, რომლის თანახმადაც, დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები ერაყსა და ავღანეთში სასტიკად ეპყრობოდნენ ტყვეებს ან ამის გაკეთების უფლებას აძლევდნენ სხვებს.
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მკაცრად აკრიტიკებს ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს, იმის გამო, რომ ისინი ტყვეებს გადასცემდნენ სხვა ქვეყნებს მხოლოდ დიპლომატების სიტყვიერი პირობის სანაცვლოდ, რომ ტყვეებს სასტიკად არ მოექცეოდნენ. ანგარიშის ავტორები ასევე აკრიტიკებენ ბრიტანეთის ხელისუფლებას, რადგან ისინი საკმაოდ ნელი ტემპებით იძიებენ საქმეებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევასთანაა დაკავშირებული.
მასალის გამოყენების პირობები