ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციას სირიაში იარაღის მიწოდების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის თქმით, სირიისთვის იარაღის მიწოდება ნეგატიურ გავლენას იქონიებს სიტუაციაზე და უარყოფითად აისახება ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გვიდო ვერსეტრველე მოსკოვს მოუწოდებს, საფრთხის ქვეშ არ დააყენოს საერთაშორისო კონფერენციის გამართვის საკითხი.
შეგახსენებთ, რომ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ რუსული რაკეტების პირველი კომპლექტი უკვე მიიღო.
უახლოეს დღეებში ამერიკისა და რუსეთის ინიციატივით, ჟენევაში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს სირიაში შექმნილი სიტუაციის პოლიტიკური გზებით გადაწყვეტას. კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი უკვე მრავალმა ქვეყანამ გამოთქვა, მათ შორის სირიის მოქმედმა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ.
სამოქალაქო დაპირისპირება სირიაში და კონფლიქტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკვე ორი წელია მიმდინარეოვბს. ამ ხნის განმავლობაში, გაეროს მონაცემებით, 80 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 1,5 მილინზე მეტი ლ ტოლვილად იქცა.
მასალის გამოყენების პირობები